ქართველი მწერალი და დრამატურგი ნინო ხარატიშვილი პრესტიჟული ინგლისურენოვანი ლიტერატურული პრემია "ბუკერის" ნომინანტთა გრძელ სიაში მოხვდა ბოლო რომანით „მერვე სიცოცხლე ბრილკას“. 13 ნომინანტის სია ჟიურიმ გამოავლინა. სულ კონკურსში 124 ავტორი მონაწილეობდა."ბუკერის" პრემიით ყოველწლიურად აჯილდოებენ იმ წიგნებს, რომლებიც სხვადასხვა ენიდან ითარგმნება ინგლისურად და დიდ ბრიტანეთსა ან ირლანდიაში გამოიცემა. რომანი ბრილკაზეც გერმანულად დაიწერა და გამოიცა. ავტორს უკვე მიღებული აქვს არაერთი ჯილდო. მათ შორის, ბერტოლდ ბრეხტის და ფრიდრიჰ შილერის სახელობის პრემიები
ხარატიშვილი თანამედროვე ქართველი მწერალთაგანია, რომელმაც შეძლო ლოკალური სივრციდან გასვლა და არაქართულ გარემოში თავის დამკვიდრება საქართველოდან გერმანიაში საცხოვრებლად 20 წლის ასაკში წავიდა „მერვე სიცოცხლე ბრილკას“ 4 წელი წერდა. 2 წლის განმავლობაში კი საწერ თემას იკვლევდა ჯაშების ოჯახური საგა 6 დიდი ოჯახის თაობის თავგადასავალს გვიამბობს რომანი ფიქციურია, მაგრამ რეალურ და ისტორიულ მოვლენებს ეფუძნება
ბუკერის საერთაშორისო პრემია ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი ლიტერატურული ჯილდოა, რომელიც ყოველწლიურად სხვადასხვა ენიდან ინგლისურად თარგმნილ რომანებს შორის საუკეთესოს ასახელებს. ხარატიშვილის გერმანულ- ქართული რომანის მერვე სიცოცხლე ბრილკას ბუკერის პრემიის გრძელ სიაში მოხვედრა ქართული ლიტერატურის განსაკუთრებულ წარმატებას ნიშნავს.